მედეა იობაშვილი, რომელსაც
მარიამ კოხრეიძის
ოპერაციის ჩატარებაში
დიდი წვლილი მიუძღვის,
სოციალურ ქსელში
ინფორმაციას
ავრცელებს.როგორც მედეა
წერს, ექიმი, რომელმაც
მარიამს ოპერაცია გაუკეთა,
საქართველოში
ჩამოდის. "მოგესალმებით
შაბათს 12 აპრილს 11:00 საათზე
ბათუმის ბაუს
უნივერსიტეტში გაიმათება
ძალიან საინტერესო
კონფერენცია ყბა-სახის
ქირურგის პროფესორ ალთან
ვაროლის მიერ.დასწრების
მსურველ მის კოლეგებს,
ასევე სტუდენტებს
გელოდებით ბათუმის ბაუს
უნივერსიტეტში.✅‼️‼️ასევე
13 აპრილს,კვირას დილიდან
ჩატარდება უფასო
კონსულტაციები
პაციენტებისთვის.კონსულტაციის
მსურველებმა მოგვწერეთ
ვაცაპის ნომერზე 📱 + 90 (534) 858 79 09
მისამართი : Bau international university
batumi.pridon khalvashi 237 batum” – წერს
იობაშვილი სოციალურ
ქსელში. ცნობისთვის,
რამდენიმე თვის წინ
„დანტესმა“ კიდევ ერთი
ქველმოქმედების ვიდეო
გამოაქვეყნა, სადაც
მოთხრობილი იყო ქუთაისელ
მარიამზე, რომელსაც სახის
ძვლების პრობლემა ჰქონდა.
მოგვიანებით, კი გაირკვა,
რომ თურქეთში მცხოვრები
ექიმი მედეა იობაშვილი
მარიამს დაეხმარებოდა
შუამდგომლობაში, რომ თურქ
პლასტიკურ ქირურგს
მისთვის შეღავათიან ფასად
სახის ოპერაცია
ჩაეტარებინა.მარიამს ახლა
რეაბილიტაციას გადის და
თავს კარგად გრძნობს.