მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს ნიკოლოზობას
აღნიშნავს. დღესასწაულთან
დაკავშირებით, ტაძრებში
წირვა-ლოცვა აღევლინება.
პატრიარქის მოსაყდრე
სამების ტაძარში წირვას 10:00
საათზე აღავლენს.წმინდა
ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი
საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის
მფარველად მას შემდეგ
ითვლება, რაც საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა
წმინდანს ქართული ეკლესია
შეავედრა. საქართველოში
მის სახელზე მრავალი
ტაძარია აგებული.
მართლმადიდებელი ეკლესია
წმინდა ნიკოლოზის
ხსენების დღეს წელიწადში
ორჯერ აღნიშნავს – 19
დეკემბერს, მისი
გარდაცვალების დღეს და 22
მაისს, როცა მისი წმინდა
ნაწილები, მირონიდან ბარში
გადაასვენეს.