მართლმადიდებელი ეკლესია
ავტოკეფალიის დღეს
აღნიშნავს. სიონის
საკათედრო ტაძარში
საზეიმო პარაკლისს
პატრიარქის თანამოსაყდრე,
მეუფე შიო აღავლენს.სიონის
ტაძარში იმყოფებოდნენ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
პარლამენტის თავმჯდომარე
და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტ
ხანს დაკარგული
ავტოკეფალია საქართველოს
სამოციქულო ეკლესიამ 1917
წლის 25 მარტს
აღიდგინა.მსოფლიო
საპატრიარქომ კი
საქართველოს ავტოკეფალია
ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს
ცნო. საქართველომ
ავტოკეფალია რუსეთის
იმპერიის დროს, 1811 წელს
დაკარგა.