„მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება“ - მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 37
„მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება“ - მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
დიდთოვლობის გამო, მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.„საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი).გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.აღნიშნული რეგიონების გარდა, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია