ბათუმში, 5-მდე ძაღლი ბავშვი
თავს დაესხა და დაკბინა.
ინფორმაციას ადგილობრივი
მედია, TV25-ი
ავრცელებს.შემთხვევა
გუშინ საღამოს, თამარის
დასახლებაში
მოხდა.მშობელი ჰყვება, რომ
ბავშვი მასთან ერთად
მაღაზიაში იმყოფებოდა.
მაღაზიიდან გამოსვლის
შემდგომ კი მოზარდი
მანქანისკენ წავიდა, რა
დროსაც მას თავს 5 ძაღლი
დაესხა და
დაკბინა. მოზარდს
ნაკბენები სახის არესა და
ფეხზე აღენიშნება.„რატომ
ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად
გასეირნება ჩვენი ქალაქის
ქუჩებში? გახსენით
თავშესაფარი და წაიყვანეთ
ეს ძაღლები იქ“, - ამბობს
მოზარდის მშობელი.