მუსიკოსი, მომღერალი,
მწერალი, მხატვარი და
მსახიობი მანანა მენაბდე
გარდაიცვალა. ინფორმაციას
ოჯახის ახლობლები
ავრცელებენ.მანანა
მენაბდე დაიბადა 1948 წელს
მომღერლების, დები
იშხნელების ოჯახში.
კარიერის დასაწყისში
კონცერტებით მოგზაურობდა
ორკესტრ „რეროსთან“
ერთად.მუსიკოსი მსმენელს
ქართული, რუსული და
ევროპული სიმღერების,
რომანსების და
ნაწარმოებების თავისებურ
ინტერპრეტაციას
სთავაზობდა.მანანა
მენაბდის მუსიკალური
ნაწარმოებები პირველად
ქართველი რეჟისორის, ლანა
ღოღობერიძის ფილმში „დღეს
ღამე უთენებია“ აჟღერდა.
ფილმმა 1982 წელს კანის
კინოფესტივალზე
მაყურებლის პრიზი
დაიმსახურა, სადაც მანანა
მენაბდე თვითონვე მღეროდა
საკუთარ სიმღერებს და
ერთ-ერთ მთავარ როლს
ასრულებდა. მუსიკოსმა 1986
წელს მთავარი როლი მიიღო
მუსიკალურ საგმირო ეპოსში,
ნანა ხატისკაცისა და
თენგიზ მაღალაშვილის
ფილმში „არსენას ლექსი“,
სადაც ის არსენას (ლადო
ბურდული) დედის როლს
ასახიერებს. 1991 წელს ნანა
ხატისკაცმა ისევ გადაიღო
მომღერალი მხატვრულ
ტელეფილმში „სიბრძნე
სიცრუისა“.მანანა მენაბდე
თანამშრომლობდა ქართულ
ფოლკლორულ ჯაზ ჯგუფებთან
„შინ“ და „ადიო“.იყო
საქართველოს
რადიომაუწყებლობისა და
ტელევიზიის მუსიკალური
რედაქციის რეჟისორი.