„მანანა არჩვაძე დაკავებულს ციხეშიც ურეკავს და წარმოუდგენელ ზღაპარს უყვება...“ - ანა ჯაბაური

Primetime.ge 1 თვე წინ 15
„მანანა არჩვაძე დაკავებულს ციხეშიც ურეკავს და წარმოუდგენელ ზღაპარს უყვება...“ - ანა ჯაბაური
„კურიერი პ.ს-ში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქმის გარშემო დამატებით დეტალებს ასაჯაროებს:„რუსთავი 2-ზე“ გასულ ამ სიუჟეტს რამდენიმე წინადადება მინდა დავამატო.კრიმინალ ერაძის კიდევ უფრო მეტად წაქეზების მიზნით, მანანა არჩვაძე, გარდა საჯარო მადლობებისა, რომელსაც იგი უძღვნიდა მოძალადეს ჩემი და ჩემი დამხმარის ადევნება-შევიწროების გამო; გარდა იმისა, რომ არ თაკილობდა არაკაცის მიერ ჩემზე დაწერილი ყველა ძალადობრივი და გარყვნილი პოსტის გაზიარებას, სამწუხაროდ, იგი საპატიმროშიც განაგრძობს მის წაქეზებას. იქაც ურეკავს და წარმოუდგენელ ბოდვით ზღაპარს უყვება იმის შესახებ, რომ თითქოს საფრანგეთის სასამართლომ, რატომღაც ცოტნეზე თავდასხმის ფაქტი გამოიძია, თითქოს მეც გამასამართლა და ცოტნეზე თავდამსხმელ ტერორისტად მაღიარა. ამის შესახებ ერაძემ ბოლო სასამართლოს სხდომაზე თავად განაცხადა (სასამართლოს სხდომის ოფიციალური ჩანაწერი არსებობს).ჯანსაღ ადამიანს, ცხადია, გაეცინება ამგვარ მონაროშზე, მაგრამ, როგორც კონსტანტინე სიუჟეტში შესანიშნავად აღნიშნავს, მსგავსი ტოტალიტარული სექტის მენტალურად დაზიანებული წევრები, უპირობო და ბრმა მორჩილებით სექტის ლიდერის მიმართ, ყოველგვარი განსჯისა და ლოგიკის გარეშე იღებენ ლიდერის ნებისმიერ დავალებასა და ინფორმაციას.ქალებზე მოძალადე კრიმინალ არაკაცს, რომელიც ყველა საკუთარ შვილს გამოგდებული ჰყავს სახლიდან (მისმა უფროსმა ვაჟმა გვარიც კი შეიცვალა), რომელსაც არცერთმა ოჯახის წევრმა, არც ერთხელ, არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მოაკითხა, მანანა არჩვაძე არ ივიწყებს, ურეკავს ციხეზე და ახალ-ახალი ბოდვითი ინფორმაციის მიწოდებით ზრუნავს მისი აგრესიული მუხტის შენარჩუნებაზე.პ.ს. აქვე დავამატებ, რომ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა რამდენიმე ამონარიდი ძლივს აარჩია გადაცემისთვის ერაძის მონაწერებიდან, იმდენად გარყვნილი და პათოლოგიურად ძალადობრივია ყველა გზავნილი. ერაძე ანალოგიური მეთოდით ატერორებდა ჩემს ორ დამხმარესაც, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ოფიციალურად დაზარალებულადაა ცნობილი პროკურატურის მიერ“, - წერს ჯაბაური.წაიკითხეთ ვრცლად: გეგმავდა თუ არა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გარემოცვა თავდასხმას ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე - ვინ არის წარსულში 4-ჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს
სრულად წაიკითხეთ სტატია