
“MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!
კი, “ქართული ოცნება” ნამდვილად იქცა “ქართულ კოშმარად” როცა:
– ღირსება აყარა სასამართლოს;
– მოკლა ინსტიტუციები;
– ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
– დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
– დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
– დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.
დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!
გზავნილი მიღებულია – ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.