დავით ხომერიკი: კანონის აღსრულებაზე და უზანაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს

News.ge 3 საათი წინ 2
დავით ხომერიკი: კანონის აღსრულებაზე და უზანაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს
“კანონის აღსრულებაზე და უზანაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს. როგორც ჩანს, კანონები მარტო ჩვენთვის მოქმედებს და არა იმ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების შეფებსა და წარმომადგენლებზე, რომელთაც ალბათ, დღესაც არხეინად და უდარდელად სძინავთ თავიანთ სახლებში და თავი ხელშეუხებლები და კანონმორჩილები ჰგონიათ. სწორედ ეს არის ამ დიქტატორული რეჟიმის ნამდვილი რეალური და უსამართლო სახე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ღირსების ორდენოსანი პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და მათი ჩინოვნიკები წარმოადგენენ.
ჩვენ ყველანი ასეთი მცირერიცხოვანი და ასეთი პატარ ქვეყნის შვილები ვართ და იმის მაგიერ, რომ ვიცავდეთ, გვიყვარდეს, ვიცავდეთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პირიქით, ერთმანეთს ვმტრობთ და ვშუღლობთ, ეს კი იმის ბრალია, როცა ქვეყნის მართვა არასწორ ადამიანებს უვარდებათ ხელში და ზუსტად ეს ადამიანები არიან მიზეზნი იმ ბოროტებისა, რასაც დღეს საზოგადოებაში თესავენ. მათ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეები ბედი. მათი ინტერესი მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა, რის შესანარჩუნებლადაც ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეს არის მათი ბინძური თამაში, რომელიც ტყუილსა და ბოროტებაზეა დაფუძნებული. ასე, რომ სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გამოფხიზლიდით და გადმოდით სიკეთისა და სინათლის მხარეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერს სიბნელე მოიცავს, ჩვენ კი სინათლის გარდა სხვა აღარფერი დაგვჩა დასაკარგი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველას, ჩვენი მცირედი ვალი გვაქვს მოსახდელი საკუთარი სამშობლოს წინაშე და როგორც მე ისე დანარჩენი რეჟიმის ტყვეები, ჩვენი მშობლები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე უშიშრად დგას, ამ გზას ამაყად ვადგავართ” – ამის შესახებ 26 წლის მუსიკოსი, პოლიტპატიმარი დავით ხომერიკი წერილში წერს.
სრულად წაიკითხეთ სტატია