პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარება და 2008 წლის
აგვისტოს ომის საკითხები
განიხილება, 2008 წელს
სამშვიდობო ოპერაციების
შტაბის უფროსი მამუკა
ყურაშვილი კომისიის
თავმჯდომარის, თეა
წულუკიანის მიერ
მოსახლეობის
გაფრთხილებასთან
დაკავშირებით დასმულ
კითხვას პასუხობს.თეა
წულუკიანმა მამუკა
ყურაშვილს მიმართა, "რა, ან
ვინ გიშლიდათ ხელს, ან ვისი
რიდი გქონდათ, რომ პირდაპირ
გეთქვათ, რომ მე გენერალი
ყურაშვილი ვაფრთხილებ
ჩემს უფლებამოსილების
არეალში მოქალაქეებს,
გთხოვთ დატოვოთ არეალი, ან
დაკავშირებოდით ქურთაში
ადგილობრივ
ადმინისტრაციას, რომელსაც
დიმიტრი სანაკოევი
ხელმძღვანელობდა და ჩვენ
აქ მინისტრი მოვისმინეთ,
ბატონი თამაზ ბესტაევი,
მათთვის მაინც დაგერეკათ
და გეთქვათ, რომ
უზრუნველყავით ზრუნვა
მოქალაქეებზე, რატომ არ
გააკეთეთ ეს პირდაპირ?
ვინმე გიკრძალავდათ თუ
რამის რიდი გქონდათ?"დასმულ
კითხვას მამუკა
ყურაშვილმა შემდეგნაირად
უპასუხა: "სამხედრო წესდება
მიკრძალავდა. პოლიტიკურ
განცხადებას მე ვერ
[გავაკეთებდი]".კომისიის
თავმჯდომარემ ყურაშვილს
განუმარტა, რომ სამშვიდობო
ფუნქციის მთავარი
პრიორიტეტი იყო
მშვიდობიან მოსახლეობაზე
ზრუნვა, შესაბამისად, "ეს არ
არის პოლიტიკური
განცხადება, რატომ არ
გააკეთეთ პირდაპირ ეს
განცხადება?"რაზეც მამუკა
ყურაშვილმა განაცხადა,
"ალბათ უფრო მშვიდი გარემო
არის საჭირო.
პრესკონფერენციასავით
უნდა გააკეთო. შეზღუდული
ვიყავი დროში ძალიან და ვერ
მოვახერხებდი ამის
გაკეთებას და ამას ცალკე
ბრძანება და ნებართვა
სჭირდება ჩემგან ასეთ
განცხადებას".მამუკა
ყურაშვილის თქმით,
პირდაპირ მოწოდებაზე, რომ
მოქალაქეებს დაეტოვებინათ
არეალი, ნებართვა არ
ჰქონია.