მამუკა მდინარაძე „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ადამიანს შეეძლო ნებისმიერი მოქალაქისთვის დაებრალებინა რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე - იქნება ევროპული მიდგომა, ამიერიდან, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადმოვა

Primetime.ge 3 საათი წინ 2
მამუკა მდინარაძე „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ადამიანს შეეძლო ნებისმიერი მოქალაქისთვის დაებრალებინა რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე - იქნება ევროპული მიდგომა, ამიერიდან, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადმოვა
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი, ალბათ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი პირველი კანონი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა, ამას ეძახდნენ ე.წ. ბოკერია-რამიშვილის კანონს, ეს იყო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. ადამიანს შეეძლო, რომ დაებრალებინა თქვენთვის, ნებისმიერი მოქალაქისათვის - პოლიტიკოსისათვის, ნებისმიერი საჯარო პირისათვის რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე, რომ რასაც დაგაბრალებდნენ, ის თქვენ არ ჩაგიდენიათ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, როდესაც კანონში შესაბამისი ცვლილება შევა, მტკიცების ტვირთი დამბრალებელზე გადავა, და მას ექნება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ ადამიანმა რაღაც დააშავა. „გეტყოდნენ, რომ თქვენ მოკლული გყავთ ადამიანი, თვალსაჩინოებისთვის ვუტრირებ და ყველაზე ერთ-ერთ ბინძურ დაბრალებას ვიგონებ და თქვენ უნდა გემტკიცებინათ, რომ არა, თქვენ არ გყავთ მოკლული ადამიანი. აქ ბალანსი აღდგება. ესეც გარედან თავსმოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო აგენტების მხრიდან შექმნილი. აქ იქნება ევროპული მიდგომა, თუკი ევროპელობა უნდათ, ამ მიდგომაშიც წამოგვყვნენ, კეთილი ინებონ და დაგვეთანხმონ, რომ ეს იყო გარედან თავსმოხვეული მახინჯი კანონი. ამიერიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუკი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც გააფუჭა, ჩაიდინა, დააშავა - მას ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ თქვენგანს, ამ ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს აღარ ექნება ვალდებულება, რომ ნებისმიერ სისულელეზე ამტკიცოს, რომ მას ეს სისულელე არ ჩაუდენია. თუკი ვინმე იტყვის, რომ რაღაც ჩაიდინა ნებისმიერმა ჩვენგანმა, დამბრალებელს ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ ეს არის სწორი ინფორმაცია და არა - პირიქით, რაც აბსოლუტური მარაზმი იყო.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია