მისი ზარის გადასაფარად
იყო ნათხოვნი
მაკრონისადმი, რომ ასეთი
განცხადება გაკეთებულიყო
იმიტომ, რომ წინა დღემ
მთლიანად ჩამოშალა
ოპოზიცია, როდესაც პარტიის
საპატიო თავმჯდომარეს
დაუკავშირდა თავისი
ინიციატივით პრეზიდენტი
მაკრონი და ამან დიდი
კრიტიკა და ვნებათაღელვა
გამოიწვია ქართულ
ოპოზიციაში, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა და
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ.„მე
გამახსენდა ჰელსინკის
კომისიის ლანძღვა
ბაიდენის ადმინისტრაციის
მიმართ მხოლოდ და მხოლოდ
იმის გამო, რომ კი, მკაცრად
გააკრიტიკა ბაიდენის
ადმინისტრაციამ
საქართველოს მთავრობა,
მაგრამ ამით ლეგიტიმაცია
მისცაო, მაკრონსაც
შემოეღიარა საქართველოს
მთავრობა ამასობაში
იმიტომ, რომ მთავრობის
ხელმძღვანელის თუ
მეთაურის იმ განცხადებაზე
საუბრობდა, რომელი
განცხადებაც ბუნებაში არ
არსებობს იმ ფორმით, როგორც
გვაკრიტიკებენ, ეს ერთი და
მეორე, შეიძლება
მოგეჩვენოს ადამიანს და
მთლად მოჩვენებითი არ
იქნება ეს ამბავი, რომ წინა
დღის გადასაფარად, მისი
ზარის გადასაფარად იყო
ნათხოვნი მაკრონისადმი,
რომ ასეთი განცხადება
გაკეთებულიყო იმიტომ, რომ
წინა დღემ მთლიანად
ჩამოშალა ოპოზიცია,
როდესაც პარტიის საპატიო
თავმჯდომარეს დაუკავშირდა
თავისი ინიციატივით
პრეზიდენტი მაკრონი და
ამან დიდი კრიტიკა და
ვნებათაღელვა გამოიწვია
ქართულ ოპოზიციაში“, -
განაცხადა
მდინარაძემ.მისი თქმით,
ოპოზიცია და სხვადასხვა
ძალები ჯერ ჰერჩინსკის
ამუნათებდნენ, შემდეგ
მაკრონს და ყველანაირ
საზღვრებს გასცდნენ.„ისე
არიან თავიანთი
პატრონებით
გათამამებულები, რომ
ნებისმიერს აკრიტიკებენ,
ნებისმიერს გალანძღავენ,
ვინც კი ოდნავ რაღაც
ლეგიტიმაცია შეიძლება
მისცეს საქართველოს
ხელისუფლებას, რომელსაც
ლეგიტიმაციას რეალურად
აძლევს ქართველი ხალხი. ამ
შემთხვევაში, მისი
უმრავლესობა მილიონ 120
ათასი ადამიანის სახით და
სამასი ათასი ხმის
გაყალბებას თუ არ ჩავთვლით,
ეს ლეგიტიმაცია არის
აბსოლუტურად მყარი, მაგრამ
სამასი ათასი ხმა თუ
გაყალბდა და ჩელიაბინსკში
თუ გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა
პრობლემები ექმნება. ეს, რა
თქმა უნდა, ხუმრობით, ამაზე
არ შეიძლება ვინმემ
სერიოზულად ილაპარაკოს“, -
აღნიშნა
მდინარაძემ.საფრანგეთის
რესპუბლიკის პრეზიდენტმა
ემანუელ მაკრონმა
ქართველი ხალხისადმი
ვიდეო მიმართვა გაავრცელა.