საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მუშაობის შედეგად
გამოკვეთილ გარემოებებზე
ისაუბრა. კერძოდ, როგორც
მდინარაძემ ბრიფინგზე
განაცხადა, გამოძიებას
საჭიროებს არამხოლოდ 2003-2012
წლების, არამედ, 2012 წლის
შემდგომი
მოქმედებებიც.როგორც მან
განმარტა, ოპოზიცია
მუდმივად დაკავებულია,
ძალადობით შეცვალონ
საქართველოს
კონსტიტუციური წყობილება
და 2012 წლის შემდეგ მათ
მრავალი
ანტისახელმწიფოებრივი
ქმედება აქვთ ჩადენილი, რაც
შესაბამის სამართლებრივ
შეფასებასა და რეაგირებას
საჭიროებს.„პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მუშაობისას
აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის
შემდგომ მოვლენებთან
დაკავშირებული ქმედებების
გამოძიების საჭიროება.
აგენტურული ოპოზიციის
წარმომადგენლებმა რაც
წარსულში ჩაიდინეს, იმისი
გაგრძელებაა, რასაც ბოლო
წლების განმავლობაში
სჩადიან. მეტიც, მუდმივად
არიან დაკავებულები
მცდელობებით, დაამხონ ან
ძალადობით შეცვალონ
საქართველოს
კონსტიტუციური წყობილება
და სხვა ფორმებით
დაუპირისპირდნენ
საქართველოს კონსტიტუციურ
წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012
წლის შემდგომაც მათ აქვთ
ჩადენილი უამრავი ისეთი
ანტისახელმწიფოებრივი
ქმედება, რომელიც
შესაბამის სამართლებრივ
შეფასებასა და რეაგირებას
საჭიროებს.ამასთან
დაკავშირებით გვქონდა
კონსულტაცია კომისიის
შემადგენლობასთან და იმ
მიზნით, რომ კომისიის
საქმიანობის სფერო არ იყოს
შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე
ჩადენილი
ანტისახელმწიფოებრივი და
დანაშაულებრივი
ქმედებების გამოძიების
ფარგლებით, მივიღეთ
გადაწყვეტილება მისი
მანდატი გაფართოვდეს და
ახალი დადგენილებით
გავრცელდეს 2012 წლის
შემდგომ, ანუ საერო ჯამში 2003
წლიდან მოყოლებულ დღემდე
პერიოდზე.“ - განაცხადა
მდინარაძემ.მისივე თქმით,
შესაძლოა, ამ საკითხზე
პროკურატურაში მიმდინარე
გამოძიების შედეგებიც
გახდეს აგენტურული
პარტიების მხილებისა და
მათი აკრძალვის მიზნით
კონსტიტუციური სარჩელის
წარდგენის დამატებითი
საფუძველი.„როგორც
საზოგადოებისთვის
ცნობილია, ამ საკითხებზე
საქართველოს
პროკურატურაშიც
მიმდინარეობს ინტენსიური
საგამოძიებო
მოქმედებები.დაველოდებით
პროკურატურაში მიმდინარე
გამოძიების შედეგებსაც,
რაც არ გამოვრიცხავთ, რომ
ასევე გახდეს აგენტურული
პარტიების მხილების და
მათი აკრძალვის მიზნით
კონსტიტუციური სარჩელის
წარდგენის დამატებითი
საფუძველი“, - განაცხადა
მამუკა მდინარაძემ.