მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ევროკავშირი უნდათ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება იარაღი მათი - ჯაშუშობის მმართველობისთვის. ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის

Primetime.ge 5 დღის წინ 13
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ევროკავშირი უნდათ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება იარაღი მათი - ჯაშუშობის მმართველობისთვის. ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის
მათ ევროკავშირი უნდათ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება იარაღი მათი - ჯაშუშობის მმართველობისთვის. ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.„გახარია და სააკაშვილი გარდა სხვა რამეებისა, ერთ რამეშიც დაემსგავსნენ ერთმანეთს, ეს არის წამოცდენები. იმდენად მუსირებს მათში 20 იანვარი, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე იქნებ რამენაირად მოასწრონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება „მეორე ფრონტისათვის“, ჯაშუშების მმართველობისათვის, რომ ვერ იკავებენ თავს და ეს წამოცდენები შემთხვევითი არ არის. სულ რომ შენ პარტიულ, ჯაშუშურ ოჯახში იმეორებ - 20 იანვრამდეო, შემდეგ ეთერშიც გაგირბის სიტყვა. ასე გაექცა გახარიას რამდენიმე დღის წინ ასე გაექცა ახლა სააკაშვილს და 20 იანვარი არის ზღურბლი მათთვის. თუ ამ ზღურბლს ქვეყანამ გადააბიჯა, მათი შანსები პრაქტიკულად კვდება. ამიტომ შენატრიან 20 იანვარს და ოცნებობენ 20 იანვრამდე რაღაც სერიოზულ ძვრებზე ამ ქვეყანაში, რასაც ქაოსი, დესტაბილიზაცია და „მეორე ფრონტი“ და ხელისუფლების ცვლილება ჰქვია, თუმცა ამის არანაირი ნიშანი არ არის. მათი ოცნებაა ქაოსი, „მეორე ფრონტი“, ჯაშუშების მმართველობა, ჩვენი ოცნებაა ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა და ღირსებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. მათ ევროკავშირი უნდათ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება იარაღი მათი - ჯაშუშობის მმართველობისთვის. ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მამულისთვის, სარწმუნოებისთვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია