ჩვენ ზედმიწევნით
შევასრულებთ ასოცირების
ხელშეკრულებით და
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით ნაკისრ ყველა
ვალდებულებას და პირობას
ვდებთ, რომ 2028 წლისთვის,
ჩვენ, 90%-ზე მეტი გვექნება ამ
ორი შეთანხმების
შესრულებული, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა
მდინარაძემ.„ევროინტეგრაციის
პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა
დამოკიდებული, მეტი
სამართლებრივი დოკუმენტი,
მეტი გზამკვლევი, დაწერილი
პუნქტებად ბუნებაში არ
არსებობს.
ევროინტეგრაციის პროცესის
შეჩერება იცით რას
ნიშნავს?! ამ პუნქტების
შესრულებაზე სიტყვით ან
საქმით უარი რომ ვთქვათ,.
ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ
პუნქტს მივყევით და 90%-ზე
მეტს ზედმიწევნით
შევასრულებთ“, - აღნიშნა
მამუკა
მდინარაძემ.მმართველი
გუნდის გადაწყვეტილებით, 2028
წლის ბოლომდე
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი დღის წესრიგში
აღარ დადგება.