მამუკა მდინარაძე: დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ კორუფციას სხვა დინამიკით, სხვა სიმკაცრით ვებრძოლოთ და არა რაღაც პოპულისტური მეთოდებით

Primetime.ge 3 საათი წინ 7
მამუკა მდინარაძე: დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ კორუფციას სხვა დინამიკით, სხვა სიმკაცრით ვებრძოლოთ და არა რაღაც პოპულისტური მეთოდებით
მამუკა მდინარაძე: ჩვენ წინ მივიწევთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს! ეს არ არის ჩვენი ისეთი მიდგომა, რომ ხისტად და საჩვენებელი მასკარადებით, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა ასე არა, მაგრამ, თუ კი ვინმეს ხელი წაუცდება სახელმწიფო იქნება შეურიგებელი მე თავს შევიკავებ კონკრეტულ ადამიანსა, თუ საქმეზე ლაპარაკისგან. ზოგადად ჩვენ გვაქვს ამბიცია და ეს შემთხვევით არ გვითქვამს, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მსოფლიო სამეულში ძალიან მალე, არა ათწლეულებში, არამედ ძალიან მალე შევიდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ კი რომელიმე საჯარო მოხელე იქნება მხილებული განაჩენით დანაშაულში კანონი იქნება აღსრულებული და კანონი იქნება ძალიან ხისტი ნებისმიერი დამნაშავის მიმართ, სახელმწიფო იქნება შეურიგებელი.„თუ კი რომელიმე საჯარო მოხელე, ჩვენი თანაგუნდელი, იქნება მხილებული განაჩენით, არც პრეზუმფციას დავარღვევ, არც კონკრეტულ პირზე ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მხილებული იმაში, რომ მანდ დანაშაული ჩაიდინა კანონი იქნება აღსრულებული. წარსულს ერთი წამით თავი დავანებოთ და მომავალში მინდა გავაფრთხილო ეს არის ჩვენი მიდგომა - რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა სპეკულაციურად სხვადასხვა მედია საშუალებებმა ჩვენი მიდგომა არის ერთი, ყველას ვაფრთხილებ მთელი პასუხისმგებლობით, ეს არის გუნდის მიდგომა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ყველა შტოსი, მე დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლაში სასამართლოც თავის პოზიტიურ, კანონის ჩარჩოებში წვლილს შეიტანს. ამიტომ მთელი სითამამით ვამბობ, რომ თუ კი ამ ქვეყანაში კიდევ რჩება კორუფცია და ეს გასაგებია ყველა ქვეყანაშია რაღაც დონეზე, ჩვენ წინ მივიწევთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ - ხელი არავის წაუცდეს, ეს არ არის ჩვენი ისეთი მიდგომა, რომ ხისტად, რაღაც მეთოდებით და საჩვენებელი მასკარადებით, როგორც აკეთებდა ამას წინა ხელისუფლება ასე არა, მაგრამ თუ კი ვინმეს ხელი წაუცდება სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეურიგებელი, იმიტომ რომ, თითოეულ ჩვენგანს გვაზიანებს, ჩვენ როგორც პოლიტიკოსებს, ჩვენ როგორც მოქალაქეებს, ხელისუფლებაზე არ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე კი ბატონო, მაგრამ თითოეულ თქვენგანს ვინც მოგვისმენს თითოეულს აზიანებს და ქვეყანა მიყავს უკან“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მდინარაძის განცხადებით, ქართულ სახელმწიფოს დღეს შესწევს ძალა, რომ კორუფციას სხვა დინამიკით, სხვა სიმკაცრით ებრძოლოს და არა რაღაც პოპულისტური მეთოდებით.„თუ კი რაიმე შემაფერხებელი შეიძლება იყოს კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი და თუ კი ვინმეს მოუნდება, რომ ხელი მოითბოს რაღაცებზე ჩვენ ამის მიმართაც შეურიგებლები ვიქნებით, ყოველგვარი მასკარადების გარეშე და დადგმების გარეშე უბრალოდ ვიქნებით შეურიგებლები და სახელმწიფოს დღეს ამისი, ისევე როგორც პარტნიორებთან, სხვადასხვა ქვეყნებთან შეკამათების თავი აქვს, ასევე დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ კორუფციას სხვა დინამიკით, სხვა სიმკაცრით ვებრძოლოთ და არა რაღაც პოპულისტური მეთოდებით. ჩვენ შევებრძოლებით კორუფციას, რაც რამდენ რამეს აკეთებს, ჯერ ერთი მორალთან მართლები ვიქნებით, მეორე ეკონომიკას თითოეული კორუფციული ფაქტი უკან წევს, მესამე ჩვენი შვილების წინაშე ვიქნებით მართლები და ისინი ისწავლიან როგორ შეიძლება აბსოლუტურად პატიოსნად ცხოვრება და როგორ შეიძლება პოლიტიკოსი საჯარო მოხელე, ის ადამიანი, რომელიც მილიარდებს მართავს იყოს პატიოსანი. ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება ამის პრეცედენტი შევქმნათ, პატიოსნების პრეცედენტები დაუჯერებელი რომ არის. დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, თუ ხარ პირველი პირი, მეორე პირი, სადღაც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენ, სიტყვა გეთქმის, თანამდებობა გაქვს, შენ აუცილებლად ფულს უნდა აკეთებდე აი ეს სტერეოტიპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს, კორუფციის ნებისმიერი ფორმა, 2003 წლამდე ფორმა იყო, რომ მასა იყო კორუფციაში გასული ნორმა იყო და წესი იყო. შემდეგ ეს ვითომ ჩააქრეს და რამდენიმე ათეული ადამიანი შოულობდა ათეულობით მილიონს და რაღაც შუა რგოლის კორუფცია რაც გვრჩება ჩვენ ძალიან ცუდი და ძალიან ბინძური, არ შეიძლება სიბინძურის ხარისხზე ვილაპარაკოთ კორუფციის, მაგრამ ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ნებისმიერი სახის კორუფციას, რომ ვერავინ შეძლოს დაბრალებაც კი ვეღარავის. დღეს, რომ რაღაც სიუჟეტებს აკეთებენ და თითოეულ ჩვენგანს რაღაცებს გვაბრალებენ ამ სტერეოტიპების ბრალიც არის მათ შორის. რაც არ უნდა პატიოსნად იცხოვრო გამოვა ვიღაც აგენტს დაქვემდებარებული ვითომ ჟურნალისტი და დაგაბრალებს რაღაცას და იმდენად სტერეოტიპი ადამიანების გონებაში ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ აი იმ კორუფციის გამო დღემდე რომ არის გამჯდარი და იჯერებს ბევრი. აქ რომ ვდგავარ და გულწრფელად მჯერა საკუთარი გაკეთებული საქმის ძალიან არ მინდა, თუმცა ძალიან სუბიექტურად პიროვნულად და არცერთ ჩვენს თანაგუნდელს, არცერთს, რომ აბრალებდნენ და თუნდაც ორ ადამიანს, ერთ ადამიანს სჯეროდეს, რომ ეს შეიძლება რეალური იყოს. მერე ისვრება ერთმანეთში ვეღარ არჩევს მოქალაქე, რომელი პატიოსანია, რომელმა მართლა იშოვა ფული კორუფციული გზით, რომელმა არ იშოვა უჭირს მოქალაქეს ამის გარჩევა. ძალიან დიდი ბოდიში ნებისმიერ ჩვენს თანაგუნდელთან თუნდაც, რომელმაც რაღაცას ცდილობს ან ცდილობდა ან ეცდება მომავალში, მე რომ აქ ვდგავარ და ასეთი რწმენით ვმუშაობ, მაინც კეთილი ინებოს და ასეთი რწმენით იმუშაოს და მერე უკვე მოქალაქეც გაარჩევს პატიოსანს და არაპატიოსანს და ეს სტერეოტიპიც დაინგრევა. თურმე შეიძლება, რომ ადამიანმა იმუშაო პატიოსნად, თან იყო ხელისუფლებაში და რაღაც გეკითხებოდეს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია