მამუკა მდინარაძე: დავივიწყოთ, რომ რომელიმე ევრობიუროკრატმა რაღაც არ იცის. მწყობრად დალაგებული „მესიჯბოქსით“ მიყვებიან. დღის წესრიგში დგას რით დააშანტაჟონ ქართული საზოგადოება, რომ შიგნითვე მოაწყონ არეულობა ხელისუფლების შეცვლის მიზნით

Primetime.ge 14 საათი წინ 1
მამუკა მდინარაძე: დავივიწყოთ, რომ რომელიმე ევრობიუროკრატმა რაღაც არ იცის. მწყობრად დალაგებული „მესიჯბოქსით“ მიყვებიან. დღის წესრიგში დგას რით დააშანტაჟონ ქართული საზოგადოება, რომ შიგნითვე მოაწყონ არეულობა ხელისუფლების შეცვლის მიზნით
დავივიწყოთ, რომ რომელიმე ევრობიუროკრატმა რაღაც არ იცის. მწყობრად დალაგებული „მესიჯბოქსით“ მიყვებიან. დღის წესრიგში დგას რით დააშანტაჟონ ქართული საზოგადოება, რომ შიგნითვე მოაწყონ არეულობა ხელისუფლების შეცვლის მიზნით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, მიუხედავად შანტაჟისა და ქართველი ხალხის დაშინების მცდელობისა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ექნება.„გარანტიას ვიძლევი, რომ ერთმა ადამიანმა, რომ ჩაიხედოს ან ათმა მილიონმა, ის ერთიც და ათი მილიონიც დარწმუნდება, რომ დღეს, უკვე შესრულებული ვალდებულებებით ჩვენ ყველაზე წინ ვართ ვინც კი მოლოდინის რეჟიმშია, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეულზე არ ვლაპარაკობ, ევროკავშირის წევრობაზე.არც ერთ კანდიდატ ქვეყანას ჩვენნაირი შედეგები არ აქვს ობიექტური შეფასებით. სადაც კი ე.წ. „დიფ სთეითი“ თუ გლობალური ომის პარტია“ ჩარეული არ არის, არ არსებობს კვლევა, რომელიც ჩვენს წარმატებაზე არ მეტყველებს. კვირა არ გავა, რომ ორი-სამი ახალი ამბავი არ გამოვარდეს, სადაც ყველა ისეთ საკითხში, რომელიც მათ შორის ეხება ევროკავშირის წევრობას და შესასრულებელ თუ შესრულებულ ვალდებულებებს არ ვიყოთ მოწინავეები. მე შემთხვევით არ ვახსენებ ეკონომიკურ პარამეტრებს. თუ კი ვინმეს უნდა კომისაზე არ მივიდეს და სახალხოდ დანაშაული ჩაიდინოს და მერე პოლიტპატიმრები ვართო იყვიროს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ „გნებავთ ბატონო მონაწილეობის მიღება, პატივცემულო პატიმარო, გამობრძანდით ციხიდან აგერ, შეგიწყალებთ, მომმართეთ“. აი, ამ დონის ჰუმანურობის პრინციპის დაცვით გავდივართ ამ პოლიტიკურ ბატალიებში და ამ დროს მოგონილი თემებით უნდათ, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა.ადრე ჩვენ გვიწევდა საუბარი, რომ „იმედია უფრო კარგად გაიგებენ ჩვენს არგუმენტებს“... სხვა გზაც არ გვქონდა. ლომჯარია ავირჩიეთ 2017 წელს სახალხო დამცველად და გახარია პრემიერ-მინისტრი გავხადეთ. ჩვენ ხომ გულწრფელად ვლაპარაკობთ ამაზე, რა იყო და რის გამო. საკუთარ თანაგუნდელებს ვერ ვუხსნიდი მე, პირადად და „დღეს, ასეა საჭიროთი“ გავსულვარ, რომ დღეს უნდა ავირჩიოთ. სხვანაირად ამ თემებს ვერ გადავიტანთ. ასეთი არგუმენტებიც გვქონია. დღეს, კიდევ კარგი ასეთი არგუმენტები აღარ გვჭირდება, კონკრეტულით გავდივართ და უკვე კულისებიდანაც ბევრი რაღაც გამოვიტანეთ. გავძლიერდით და ამ სიძლიერეში მთავარი და დომინანტი არის ქართველი ხალხი. გაიგო ხალხმა, ჩვენი წვლილიც არის ამაში, მოვუყევით სწორად. ახლა, რასაც ვლაპარაკობთ 4 წლის წინ, რომ გველაპარაკა შეიძლება ერთ კვირაში ამ ქვეყანაში დამანგრეველი შედეგები მიგვეღო. მაგრამ დღეს ამას თამამად ვლაპარაკობთ. მათ შორის, როდესაც კაია კალასის დამოკიდებულებას მეკითხებით ამ საკითხებზე, ჩვენ უნდა დავივიწყოთ, რომ მან რაღაც არ იცის. ან რომელიმე ევრობიუროკრატმა რაღაც არ იცის. ზუსტად იციან. მწყობრად დალაგებული, პიარულად გათვლილი „მესიჯბოქსით“ მიყვებიან ყველა თემებს. ახლა დღის წესრიგში დგას როგორ და რით დააშანტაჟონ ქართული საზოგადოება, რით შეაშინონ, რომ შიგნითვე მოაწყონ არეულობა ხელისუფლების შეცვლის მიზნით. მაგრამ ამის არანაირი საფუძველი არ ჩანს. მე იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ შანტაჟსაც აზრი არ აქვს. ეს კოზირიც, რომ გადააგდონ ქართველი ხალხი არ აირჩევს თავის საუარესოს. ვიზალიბერალიზაციაც გვექნება და ევროპული, ოღონდ ისეთი ევროპული ოჯახის, რომლის ბიუროკრატიაც იქნება ღირსებაზე ორიენტირებული, ასეთის წევრიც გავხდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია