აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

Primetime.ge 12 საათი წინ 5
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტსმენები აჭარიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ მათგანს აუცილებლად ექნება მხარდაჭერა."სპორტის ხელშეწყობა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონიდან უკვე 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს ჩემპიონია. რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული", - აცხადებენ უწყებაში.შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია