საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
მამუკა მდინარაძე,
ოპოზიციის პროტესტს
"ქართული ოცნების"
გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში
დააყენონ ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი, ასევე, 2028 წლის
ბოლომდე უარი თქვან
ყოველგვარ საბიუჯეტო
გრანტზე ევროკავშირის
მხრიდან, სოციალურ ქსელში
ეხმიანება.მისი თქმით,
მმართველი გუნდის
განცხადება ოთხ მთავარ
პუნქტს მოიცავს, მათ
შორისაა, ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება
და 2030 წლისთვის საქართველოს
მზაობა ევროკავშირის
სრულფასოვანი
წევრობისთვის. მდინარაძე
ინტერესდება, კონკრეტულად
რომელი პუნქტია
არაევროპული და რას
აპროტესტებს
ოპოზიცია."ჩვენი
განცხადება, სამომავლო
გეგმის თვალსაზრისით, 4
მთავარ პუნქტს მოიცავს:
ვაგრძელებთ ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების
ზედმიწევნით შესრულებას
და 2028 წლისთვის შესრულებული
გვექნება 90%-ზე მეტი. 2030
წლისთვის საქართველო,
კანდიდატ ქვეყნებს შორის,
ყველაზე მეტად იქნება მზად
ევროკავშირის
წევრობისთვის. 2028 წლამდე
ჩვენი მხრიდან დღის
წესრიგში არ იქნება
დაყენებული
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი, რათა ეს არ იყოს
მუდმივი შანტაჟის
მექანიზმი ვინმეს მხრიდან
და წყნარად შევძლოთ
შესაბამისი რეფორმების
გატარება და ქვეყნის
განვითარება. ამავე
მიზეზით უარს ვამბობთ
ევროკავშირის მხრიდან
საბიუჯეტო გრანტებით
დაფინანსებაზე და ამ
ხარჯებს სახელმწიფო
საკუთარ თავზე აიღებს.
რომელია აქედან ევროპაზე
უარის თქმა და კონკრეტულად
რომელ პუნქტს
აპროტესტებენ, ის მაინც
გვითხრან, ვუპასუხებდით
რამე კონკრეტულს" - წერს
მამუკა მდინარაძე