ყველა კვლევა აჩვენებს, რომ
საქართველო არის მაღალი
განვითარების ქვეყანა,
ჩვენი ამბიციური მიზანია,
რომ კონკრეტული შედეგები
კიდევ უფრო თვალში საცემი
იყოს და კიდევ უფრო წინ
ვიყოთ რეიტინგებში, – ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ წევრმა, ირაკლი
ქადაგიშვილმა
განაცხადა.ქადაგიშვილმა
კომენტარი გააკეთა
ევროკომისიის მიერ
გამოქვეყნებულ ძლიერი
ინსტიტუტების ინდექსზე,
რომლის მიხედვითაც,
საქართველომ შეფასების
100-პროცენტიანი სისტემით 63%
მიიღო და მსოფლიოში 34-ე
ადგილზე გავიდა.
ინსტიტუციური სიძლიერით
საქართველო უსწრებს
ევროკავშირის წევრობის
ყველა კანდიდატ ქვეყანას,
ევროკავშირისა და ნატო-ს
წევრ 13 სახელმწიფოს.„ბოლო
კვლევაც აჩვენებს, რომ
სახელმწიფო ინსტიტუტები
მდგრადია, ძლიერია. რას
ნიშნავს სახელმწიფო
ინსტიტუტების მდგრადობა
და სიძლიერე? ეს ნიშნავს
იმას, რომ ქვეყანა
ინარჩუნებს სიმშვიდეს,
ადამიანის უფლებები
დაცულია, კრიმინოგენური
მდგომარეობა კონტროლს
ექვემდებარება,
ხორციელდება მრავალი
სოციალური პროგრამა
ჯანდაცვის, განათლების
მიმართულებით, ეკონომიკა
ვითარდება. ადამიანების
ცხოვრება და ქვეყნის
ეკონომიკური ვითარება წინ
მიდის. ამას ნიშნავს სწორედ
ძლიერი სახელმწიფო
ინსტიტუტები. ამას ნიშნავს
კორუფციის ნაკლებობის
ხარისხი, გამჭვირვალობის
დონის ხარისხით
საქართველოს ლიდერობა
მთელ მსოფლიოში. აქედან
გამომდინარე, ეს არის
კონკრეტული შედეგები,
მაგრამ ჩვენი ამბიციური
მიზანია, რომ ეს კონკრეტული
შედეგები კიდევ უფრო
თვალში საცემი იყოს და
კიდევ უფრო წინ ვიყოთ ამ
რეიტინგებში“, – განაცხადა
ქადაგიშვილმა.