მაკა ბოჭორიშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

Primetime.ge 8 საათი წინ 12
მაკა ბოჭორიშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და კათოლიკეებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში თანადგომა გამოუცხადა."წმინდა მამის გამორჩეულმა მოღვაწეობამ - მსოფლიოსთვის რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში - მილიონობით ადამიანში ჰპოვა გამოძახილი. პაპი ფრანცისკე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართველი ხალხის გულებში. 2016 წელს წმინდა მამის ისტორიული ვიზიტი თბილისში ადასტურებს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც ქრისტიანული ტრადიციიდან იღებს სათავეს. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ პაპის პირად კავშირსა და სულიერ სიახლოვეს საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და უნიკალურ ქართულ კულტურასთან", - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
სრულად წაიკითხეთ სტატია