საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა, ნიუ დელიში
ვიზიტის ფარგლებში,
შეხვედრა გამართა
ინდოეთის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა
მინისტრთან, დოქტორ
სუბრაჰმანიამ
ჯაიშანკართან.შეხვედრაზე
მხარეებმა განიხილეს
საქართველოსა და ინდოეთს
შორის ორმხრივი
ურთიერთობების აქტიური და
მზარდი დინამიკა, ასევე
იმსჯელეს თანამშრომლობის
არსებული პოტენციალის
უკეთესად გამოყენების
მიზნით თანამშრომლობის
გაძლიერების
გზებზე.შეხვედრაზე
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს
მაღალი დონის პოლიტიკური
დიალოგის მნიშვნელობას.
ისაუბრეს ორმხრივი
ვიზიტების გაცვლასა და
მთავრობათაშორისი
ფორმატების
გააქტიურებაზე.
შეთანხმდნენ უახლოეს
მომავალში პოლიტიკური
კონსულტაციებისა და
ეკონომიკური კომისიების
ფორმატში შეხვედრების
გამართვაზე.სხვადასხვა
სფეროებში ურთიერთობის
განვითარებაზე საუბრისას,
ყურადღება გამახვილდა
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების გაღრმავებაზე,
ბიზნეს წრეების
დაახლოებაზე, განათლების
სფეროში წარმატებულ
თანამშრომლობაზე,
ხალხთაშორისი კავშირების
და ტურიზმის სფეროში
ურთიერთობებზე. დადებითი
შეფასება მიეცა ინდური
ავიაკომპანია IndiGo-ს მხრიდან
პირდაპირი ფრენების
სიხშირის გაზრდას, რაც ხელს
უწყობს ხალხთაშორისი
კავშირების კიდევ უფრო
გაღრმავებას.შეხვედრაზე
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას
შორის თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმების
გაფორმების მნიშვნელობას,
წინ გადადგმული ნაბიჯი
იქნება
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების დინამიკის
გაზრდაში.საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი
მიესალმა თბილისში
ინდოეთის რეზიდენტი
საელჩოს გახსნას და
აღნიშნა, რომ თბილისი ელის
ინდოეთის პირველი ელჩის
მისიის დაწყებას, რაც
მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს ურთიერთობების
გაღრმავებას.შეხვედრის
დასასრულს, მინისტრებმა
გამოხატეს მზაობა
გააგრძელონ ახლო
თანამშრომლობა და მუშაობა
ქვეყნებს შორის
პარტნიორობის არსებული
პოტენციალის უკეთ
გამოყენებისთვის.ინფორმაციას
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.