მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Primetime.ge 4 თვის წინ 100
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე.მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
სრულად წაიკითხეთ სტატია