საგარეო საქმეთა მინისტრი
მაკა ბოჭორიშვილი ნიუ
იორკში მონაწილეობას
მიიღებს გაერო-ს ქალთა
სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე
სესიაში, რომლის
ფარგლებშიც ის დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით
მიმართავს.საქართველოს
საგარეო უწყების
ინფორმაციით, ღონისძიების
ფარგლებში მაკა
ბოჭორიშვილი შეხვედრას
გამართავს გაერო-ს
გენერალური ასამბლეის 79-ე
სესიის პრეზიდენტთან,
ფილემონ იანგთან.ასევე,
სესიის ფარგლებში,
მინისტრი მონაწილეობას
მიიღებს ქალთა სტატუსის
კომისიისა და პეკინის
დეკლარაციის 30
წლისთავისადმი მიძღვნილ
მაღალი დონის
ღონისძიებებში.