საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი მაკა
ბოჭორიშვილი საქართველოში
იტალიის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს,
მასიმილიანო დ’ანტუონოს
შეხვდა.საქართველოს
საგარეო უწყების
ინფორმაციით, მხარეებმა
განიხილეს ქვეყნებს შორის
ორმხრივი თანამშრომლობის
დღის წესრიგი და სამომავლო
გეგმები.სამინისტროს
ცნობით, საუბარი შეეხო
რეგიონსა და მსოფლიოში
მიმდინარე პროცესებს და
გამოწვევებს. ხაზი გაესვა
საერთაშორისო ფორმატებში
თანამშრომლობის
მნიშვნელობას.„შეხვედრაზე
ასევე განიხილეს
ქვეყანაში მიმდინარე
პროცესები. ყურადღება
დაეთმო საქართველოსა და
ევროკავშირის
ურთიერთობებთან
დაკავშირებულ საკითხებსა
და სამომავლო
პერსპექტივებს. ამ
კონტექსტში ხაზი გაესვა
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებთან
თანამშრომლობის
მნიშვნელობას“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.