მაკა ბოჭორიშვილი: ინდოეთთან ურთიერთობები საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო გვემსჯელა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თუ რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები

Primetime.ge 4 საათი წინ 8
მაკა ბოჭორიშვილი: ინდოეთთან ურთიერთობები საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო გვემსჯელა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თუ რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები
საკმაოდ დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა არ ჩატარებულა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრა, სადაც მხარეები იმსჯელებენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში ვიზიტისას.„ინდოეთთან ურთიერთობები საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გვემსჯელა, თუ რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები. საკმაოდ დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც არ ჩატარებულა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრა, სადაც მხარეები იმსჯელებენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ინდოეთთან მიმართებაში და ამ საკითხთან დაკავშირებითაც მე მივიღე დაპირება, რომ მინისტრი შეეცდება შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშაოს, რომ ამ მიმართულებითაც გვქონდეს პროგრესი. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და იმ პოტენციალის უკეთ ათვისებას, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, საკმაოდ მაღალი დონის მონაწილეებით, სადაც ორჯერ მქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმატში მიმემართა ღონისძიების მონაწილეებისთვის და მესაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე, როგორც ეკონომიკურ რეფორმებზე, ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე და, ზოგადად, საქართველოს პრიორიტეტებზე, იქნება ეს ევროპული ინტეგრაციის კუთხით, თუ სხვა მიმართულებებით თანამშრომლობებზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია