ძალიან რთულია ასეთ
გეოპოლიტიკურ
მოცემულობაში, ასეთი
საფრთხეების წინაშე მდგარ
ქვეყანას ჰქონდეს
ვარდისფერი წარმოდგენები
სამყაროზე თუ რა ხდება
ჩვენს გარშემო. ჩვენ
რეალურად უნდა შევხედოთ იმ
განვითარებებს, რაც
საქართველოს გარშემო არის,
იმ საფრთხეებს რაც ქვეყნის
წინაშე დგას და კარგად
გავაცნობიეროთ რამხელა
გამოწვევასთან უწევს დღეს
საქართველოს გამკლავება
იმისთვის, რომ დაიცვას
ქვეყანაში მშვიდობა,
დაიცვას ქვეყანაში
სტაბილურობა, სტაბილური
განვითარება, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილმა
გადაცემა „იმედი LIVE“ -
ში.მისი თქმით, თუ ქვეყნის
ხელისუფლება სწორად
იმოქმედებს და შეძლებს
ქვეყნის ინტერესების
დაცვას შესაძლოა
არჩევნების შემდეგ
საქართველოს სულ სხვა
რეალობასთან ჰქონდეს
საქმე.„საქართველო არ არის
ის მოთამაშე, რომელიც
გლობალურ დიდ პოლიტიკაზე
ზეგავლენას მოახდენს.
პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა
ჩვენი ძალიან
მნიშვნელოვანი როლით და
ძალიან დიდი მნიშვნელობით.
აქედან გამომდინარე, ჩვენ
ხაზი არ უნდა გადავუსვათ იმ
მნიშვნელობას, რაც
საქართველოს აქვს თუნდაც
ჩვენი სტრატეგიული
პარტნიორებისთვის. აქედან
გამომდინარე, თუ სწორად
ვიმოქმედებთ და შევძლებთ
ჩვენი ქვეყნის
ინტერესების დაცვას და
ამას აუცილებლად
დარწმუნებული ვარ
მოვახერხებთ, ჩვენ
შეიძლება სულ სხვა
რეალობასთან გვქონდეს
საქმე, თუნდაც არჩევნების
შემდეგ. შეიძლება
რეგიონშიც იყოს სხვაგვარი
განვითარებები და უფრო
მშვიდობისკენ წავიდეს გზა
და შეიძლება ვიხილოთ
განსხვავებული მიდგომები
საქართველოსთან
დაკავშირებით. ეს არის
გარდაუვალი“, - განაცხადა
მაკა ბოჭორიშვილმა.