საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა
უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა.
მაკა ბოჭორიშვილის
განმარტებით, უნგრეთი
საქართველოს პარტნიორი
ქვეყანაა, რომელთან
სტრატეგიული ურთიერთობა
წლიდან წლამდე პოზიტიურ
დინამიკას
ინარჩუნებს.მისივე
განცხადებით, სამომავლოდ
დაგეგმილია რამდენიმე
მაღალი რანგის შეხვედრა,
რომლებიც არსებულ
პარტნიორულ ურთიერთობებს
უფრო მეტად
გააღრმავებს.„უახლოეს
მომავალში საქართველოში
ჩატარდება ეკონომიკური
თანამშრომლობის კომისიის
სხდომა, სადაც
ბიზნესწრეების
მონაწილეობით, მსჯელობა
იქნება იმ მიმართულებებზე,
რაც საჭიროა ორ ქვეყანას
შორის ეკონომიკური
ურთიერთობების
განსავითარებლად. ასევე,
წელს დაგეგმილია ორ
ქვეყანას შორის
მთავრობათაშორისი
შეხვედრა, რომელიც
გაიმართება
ბუდაპეშტში.ჩვენ ვაფასებთ
იმ პოზიციებს, რასაც
უნგრეთი აფიქსირებს
ევროკავშირის ფარგლებში,
რაც მნიშვნელოვნად
ეხმარება საქართველოს
იმაში, რომ მოხდეს
პრევენცია იმ
არასამართლიანი
მიდგომების, რომელსაც
ძალიან ხშირად ბრიუსელი
იყენებს საქართველოსთან
მიმართებაში და
კონკრეტული აქტორები“, -
აღნიშნა მაკა
ბოჭორიშვილმა უნგრეთში,
ქართველ ჟურნალისტებთან
საუბრისას.ცნობისთვის,
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა
უნგრელი კოლეგის მიწვევით,
უნგრეთის ამბასადორიალში
მიიღო მონაწილეობა.