ბათუმის გადამდგარი მერის,
არჩილ ჩიქოვანის
მოვალეობას გიორგი
მურვანიძე
შეასრულებს.მურვანიძე
პროფესიით
სამართალმცოდნეა,
საერთაშორისო
ურთიერთობების დოქტორი.
დამთავრებული აქვს
თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი,
სამართალმცოდნეობის
სპეციალობით. კარიერა
დაიწყო 2003 წელს საქართველოს
შსს გაზეთ "სრულიად
არასაიდუმლო"-ს იურიდიული
განყოფილების უფროსად.2004-2005
წლებში მუშაობდა ბათუმის
რაიონული პროკურატურის
გამომძიებლად, 2005-2006 წლებში
აჭარის პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილის
უფროს გამომძიებლად. 2007
წლიდან სამსახურებრივი
კარიერა გააგრძელა სსიპ
ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს უფროსის მოადგილის
თანაშემწის პოზიციაზე.2007-2014
წლებში იყო აჭარის
რეგიონული ექსპერტიზის
დეპარტამენტის უფროსი,
ხოლო 2014 წლიდან დღემდე -
ბიუროს უფროსის მოადგილე,
კრიმინალისტიკური
ექსპერტიზის
დეპარტამენტის
უფროსი.არჩილ ჩიქოვანმა
ბათუმის მერის
თანამდებობის დატოვების
შესახებ განცხადება დღეს
გაავრცელა.