ძალიან რთულია სერიოზულად
შეაფასო ასეთი
არასერიოზული საქციელი,
მოიწვიო ერთ დღეს და
გადათქვა მეორე დღეს, რაც
გვაძლევს შესაძლებლობას
გავაკეთოთ საფუძვლიანი
დასკვნა, რომ ეს არის
ქმედება, რომელიც რეალურად
განხორციელდა მხოლოდ და
მხოლოდ იმისთვის, რომ
შეიქმნას რაღაცნაირი დღის
წესრიგი ოპოზიციისთვის
საქართველოში, რომელიც
აბსოლუტურად მოკლებულია
უნარს შექმნას პოლიტიკური
დღის წესრიგი ან რაიმე
აკეთოს სასიკეთო ამ
ქვეყანაში, - განაცხადა
ევროპასთან ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ მაკა
ბოჭორიშვილმა, გადაცემა
„იმედი LIVE“ - ში.ის
საქართველოს
პრემიერ-მინისტრისთვის
ოფიციალურ მიღებაზე
მოსაწვევის გაუქმებასთან
დაკავშირებით, ამერიკის
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
გადაწყვეტილებას
გამოეხმაურა. მაკა
ბოჭორიშვილის თქმით,
არაფერი მომხდარა ერთ
დღეში ისეთი, რომ საფუძველი
გამხდარიყო მოწვევის
გაუქმების.„არასერიოზულია
მოწვევაც, მოწვევის
გაწვევაც და ძალიან რთულია
ამ თემაზე გააკეთო
სერიოზულად კომენტარი. ეს
ყველაფერი ემსახურება
მხოლოდ და მხოლოდ ერთ
რაღაცას, რომ გარედან
შეიქმნას ქვეყნის შიგნით
პოლიტიკური დღის წესრიგი,
მედია დღის წესრიგი. სხვა
შეფასებას ვერ მივცემ.
არაფერი მომხდარა ერთ
დღეში, თუ კი არსებობდა
ასეთი წუხილები, ერთი დღის
წინაც არსებობდა ასეთი
წუხილები, არ შეიძლება ეს
წუხილები გაჩენილიყო ერთ
დღეში. შესაბამისად
მოწვევა და შემდეგ გაწვევა
რა თქმა უნდა
არადამაჯერებელი“, -
განაცხადა მაკა
ბოჭორიშვილმა.მისი თქმით,
მაქსიმალურად ხდება
საგარეო რესურსის
გამოყენება იმისთვის, რომ
ოპოზიციას „სული ჩაუდგან“.