არ არსებობს არანაირი
საფუძველი იმისა, რომ
არჩევნების შედეგები
რამენაირად დადგეს
კითხვის ნიშნის ქვეშ, -
აცხადებს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი.„ამას
ადასტურებს ყველაფერი, მათ
შორის ისეთი ორგანიზაციის
მიერ გაკეთებული
განცხადებებიც, როგორიც
არის ISFED-ი. და კიდევ ერთხელ:
ქართველი ხალხის ნება
გამოხატულია არჩევნებში“, -
აღნიშნა
ბოჭორიშვილმა.ISFED-ში
განაცხადეს, რომ მათ მიერ
ხმების პარალელური
დათვლის შედეგების
ვერიფიკაცია შეესაბამება
ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ
შედეგებს.