მაკა ბოჭორიშვილი: აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას

Primetime.ge 2 კვირის წინ 23
მაკა ბოჭორიშვილი: აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას
უნგრეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ლიდერების სამიტს გამოეხმაურა, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას.„საქართველომ 2014 წლიდან დაამტკიცა, რომ ერთგული პარტნიორია ევროკავშირისთვის. ის, რაც გავაკეთეთ 2014 წლიდან, აბსოლუტურად ხილვადია, როდესაც საუბარია ქვეყნის ტრანსფორმაციაზე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ გარდაქმნებსა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე. აშკარაა, რომ საქართველო ლიდერია სხვა ასოცირებულ ქვეყნებს შორის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები. ამას ადასტურებს ევროკომისიის სხვადასხვა ანგარიში და სხვადასხვა რეიტინგი. თუ ჩვენ გვექნება ობიექტური მიდგომა საქართველოს მიმართ, თუ ობიექტურად შეგვაფასებენ, ნათელი სურათი იქნება, თუ სად დგას საქართველო“, - აღნიშნა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია