საფრანგეთის პრეზიდენტი,
ემანუელი მაკრონი და დიდი
ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი, კირ
სტარმერი მომავალ კვირას
ვაშინგტონს ეწვევიან და
აშშ-ის ლიდერთან, დონალდ
ტრამპთან მოლაპარაკებებს
გამართავენ, - განაცხადა
ტრამპის მრჩეველმა
ეროვნული უსაფრთხოების
საკითხებში მაიკ უოლცმა Fox
News-ის ეთერში.მან აღნიშნა,
რომ უკრაინაში ამჟამად
ვიზიტით ტრამპის
სპეცწარმომადგენელი კიტ
კელოგი, ხოლო ევროპის
ქალაქებში აშშ-ის
ადმინისტრაციის სხვა
წარმომდგენლები
იმყოფებიან, რომლებიც
რუსეთ-უკრაინის ომის
შეწყვეტის საკითხებზე
მუშაობენ.„ხოლო
პრეზიდენტი მაკრონი და
დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი
სტარმერი ვაშინგტონს
მომავალ კვირას ეწვევიან“,
- თქვა უოლცმა.უოლცმა
დადებითად შეაფასა
ამერიკა-რუსეთის
მოლაპარაკებები, რომლის
პირველი რაუნდი გუშინწინ
საუდის არაბეთში გაიმართა.