მაია სანდუ მოელის, რომ ახალი წლიდან მოლდოვა რუსული გაზის გარეშე დარჩება

Primetime.ge 3 დღის წინ 11
მაია სანდუ მოელის, რომ ახალი წლიდან მოლდოვა რუსული გაზის გარეშე დარჩება
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის მთავრობას მიაჩნია, რომ ახალი წლიდან რუსული გაზის მიწოდება დიდი ალბათობით შეწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.სანდუმ მხარი დაუჭირა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ვიზიტს.„ეს [ვიზიტი] აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება „გაზპრომთან“ და მნიშვნელოვანი იყო იმის შემოწმება, შეასრულებს თუ არა ის სახელშეკრულებო ვალდებულებებს. და თუ არა, ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის დნესტრის მარცხენა მხარეს“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.მაია სანდუს თქმით, ჯერჯერობით მოსალოდნელია სცენარი, რომლის თანახმად, 2025 წლის დასაწყისში ქვეყანა რუსული გაზის გარეშე დარჩება.16 დეკემბრიდან მოლდოვაში ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა რუსული გაზის მიწოდების გაურკვევლობის ფონზე. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია