მაია ბითაძე: შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს და თუ რომელიმე ოპოზიციონერს აქვს გეგმა, როგორ იბრუნებს ძალადობრივად ტერიტორიებს, შეუძლიათ გამობრძანდნენ და ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ

Primetime.ge 2 თვის წინ 65
მაია ბითაძე: შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს და თუ რომელიმე ოპოზიციონერს აქვს გეგმა, როგორ იბრუნებს ძალადობრივად ტერიტორიებს, შეუძლიათ გამობრძანდნენ და ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან დუმაში, ფაქტია ერთი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული მიზნები, რომელიც გადის დეოკუპაციაზე და რომელიც გადის სამშვიდობო გზით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე. ასე რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ერთ და ორ დღეში გადაწყდება, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“.მისი თქმით, აუცილებელია, რომ ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ და პარალელურად გაგრძელდეს ევროინტეგრაციის გზაზე კანონმდებლობის ფორმირება.„ჩვენ დედაქალაქში ძმათა მკვლელი ომი გვქონდა და ეს საკითხი საბოლოო ჯამში შერიგებით გადაწყდა, შერიგების, პატიების გარეშე შეუძლებელია სამშვიდობო პოლიტიკის გატარება. სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს და თუ რომელიმე ოპოზიციონერს აქვს გეგმა, როგორ იბრუნებს საქართველო ძალადობრივად თავის ტერიტორიებს, ამაზე შეუძლიათ გამობრძანდნენ და ხმამაღლა ისაუბრონ, მაგრამ, ბუნებრივია ისინი ამას არ გაბედავენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მათი აქტიური მცდელობა იყო, რომ ჩვენ საბრძოლო მოქმედებებში ჩავრთულიყავით და გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ფანჯარა უნდა გაგვეხსნა ტერიტორიების დაბრუნების, ასე, რომ მთავარია ჩვენი მხრიდან არის გამოთქმული სურვილი, რომ უნდა შევრიგდეთ და უნდა შედგეს ეტაპობრივად სამშვიდობო გეგმა. ამიტომაა აუცილებელი, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ტერიტორიები, პარალელურად გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის გზაზე კანონმდებლობის ფორმირება და აღსრულება. ეს არის მთავარი შესაძლებლობა იმისი, რომ ინტერესი გაჩნდეს ასე ვთქვათ დედა ტერიტორიაში დაბრუნების. ამ შემთხვევაში რუსეთის როლი იქნება, რომ იფიქროს იმაზე, მოძმე ადამიანები დატოვოს შერიგების იმ პოზიტიურ გზაზე, რომლის განხორციელების დიდი სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ამისთვის სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან. ქართველ ადამიანს როდესაც ესმის რომელიღაც ოპოზიციონერისგან, რომ თურმე დეოკუპაცია მშვიდობიანად არ უნდა განხორციელდეს, კარგად ხვდება რა უნდათ ამ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც ტერორში გვამყოფებდნენ და ახლა ცდილობენ, რომ ომში ჩაგვრთონ“, - აღნიშნა ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია