"მადლობა ნდობისთვის,
მადლობა
შესაძლებლობისთვის, რომ
ჩემი მრავალწლიანი
გამოცდილება საჯარო
სამსახურში მოვახმარო
ჩემს ხალხს," - ეს განცხადება
აჭარის მთავრობის
თავმჯდომარეობის
კანდიდატმა, სულხან
თამაზაშვილმა გააკეთა."ეს
არის პასუხისმგებლობა,
რომელსაც ამძაფრებს ის
გარემოება, რომ მე ამ
კუთხის შვილი ვარ -
დავიბადე და გავიზარდე
აჭარაში, ჩემს
მეხსიერებაში ყველაზე
კარგი თუ რამე მახსენდება,
სწორედ ამ წლებს
უკავშირდება. მადლობა
შესაძლებლობისთვის, რომ
ჩემი მრავალწლიანი
გამოცდილება საჯარო
სამსახურში მოვახმარო
ჩემს ხალხს და
რესპუბლიკას", - აღნიშნა
სულხან
თამაზაშვილმა.შეგახსენებთ,
რომ საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ
ყაველაშვილმა აჭარის
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის პოსტზე,
საბჭოს წევრებს სულხან
თამაზაშვილის კანდიდატურა
წარუდგინა.თორნიკე
რიჟვაძემ, რომელიც ამ პოსტს
7 წლის განმავლობაში
იკავებდა, თანამდებობა
დღეს დატოვა.