მაგისტრალის გადაკეტვა
არის ერთ-ერთი გამოვლინება
იმ გეგმის, რასაც ჰქვია
ქვეყნის ჩამოშლა,
ეკონომიკის დანგრევა,
ტურიზმის ხელშეშლა და
ლარის კურსის გაუფასურება,
- განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილე გიორგი ვოლსკიმ
გუშინდელ აქციასთან
დაკავშირებით.„მაგისტრალის
გადაკეტვა არის ერთ-ერთი
გამოვლინება იმ გეგმის,
რასაც ჰქვია ქვეყნის
ჩამოშლა, ეკონომიკის
დანგრევა, ტურიზმის
ხელშეშლა და ლარის კურსის
გაუფასურება. ამ
ყველაფერმა საერთო ჯამში
უნდა შექმნას მათი
[ოპოზიციის] აზრით ისეთი
ფონი, რომლის შედეგადაც
განხორციელდება გლობალური
„დიფ სთეითის“ იმედი
იმასთან დაკავშირებით, რომ
ევროპა-აზიის
დამაკავშირებელ დერეფანს
გააკონტროლებს არა თვითონ
ქვეყანა - საქართველო, მისი
ხელისუფლება და მისი ხალხი,
არამედ კონკრეტული ძალები,
რომლებიც საერთაშორისო
გლობალურ დაპირისპირებაში
არიან ჩართული“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.