ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამხელს სალომე ზურაბიშვილს, რომ აქტიურად არის ხვეწნის რეჟიმში, იქნებ დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები არ აღიარონ - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 3 კვირის წინ 26
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამხელს სალომე ზურაბიშვილს, რომ აქტიურად არის ხვეწნის რეჟიმში, იქნებ დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები არ აღიარონ - ლევან მაჭავარიანი
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამხელს სალომე ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად არის ხვეწნის რეჟიმში, იქნებ დასავლელმა პარტნიორებმა არ აღიარონ ეს არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მაჭავარიანი გამოეხმაურა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.„ეს დომინოს პრინციპივით მიჰყვება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ამ ყველაფერში ამხელენ სალომე ზურაბიშვილს. გასაკვირი არ არის, ვინაიდან კარგად გვახსოვს, როგორ გვიშლიდა ხელს სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებაში, როგორ მოუწოდებდა დასავლელ პარტნიორებს, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, როგორი წერილი, ე.წ. დანოსი გააგზავნა ბრიუსელში იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირს გაეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ამ ყველაფერს მოსახლეობა აკვირდება და კარგად აფასებს, ვინ უშლის ხელს ჩვენს ხელისუფლებას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. მათ ეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ და როგორც მოქალაქეებს დავპირდით, 2030 წელს ევროკავშირის კარი როდესაც გაიხსნება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და დანარჩენ წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული იქნება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია