ლორა თორნტონის პოზიციები
შეიძლება იყოს აღქმული,
როგორც კონკრეტული
ადამიანის პოზიცია, ამაში
ტრაგიკული არაფერია, – ამის
შესახებ „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი
ფავლენიშვილმა
განაცხადა.ფავლენიშვილის
თქმით, ყველას შეუძლია,
გამოხატოს თავისი
პოზიცია.„ლორა თორნტონს
აქვს თავისი პოზიციები.
საერთაშორისო
საზოგადოებაში კი არა, მთელ
მსოფლიოში, სადაც სიტყვის
თავისუფლებაა, ყველას
შეუძლია, გამოხატოს თავისი
პოზიცია, ყველა ადამიანს
აქვს ამის უფლება. ეს
ქართულ პოლიტიკურ პროცესს
პირდაპირ არ უკავშირდება,
იქიდან გამომდინარე, რომ
ლორა თორნტონი არ გახლავთ
არც ოპოზიციის ლიდერი და
არც პოლიტიკურ პროცესში
აქტიურად ჩართული
ადამიანი. ამიტომაც მისი
პოზიციები შეიძლება იყოს
აღქმული, როგორც
კონკრეტული ადამიანის
პოზიცია. რაღაც ტრაგიკული
ამაში არაფერია.
ივანიშვილის ბანდის
წევრები ყოველთვის
შეთქმულების თეორიებს
ეძებენ ხოლმე, ბევრ
შეთქმულების თეორიაზე
უსაუბრიათ, მაგრამ ამ
წლების განმავლობაში
არცერთი მტკიცებულება არ
დადებულა და საუბრები
რჩებოდა საუბრებად,
ბრალდებები – ბრალდებებად.
ასე რომ, არ ვიცი, ლორა
თორნტონის პოზიციებზე მე
რატომ უნდა გავაკეთო
კომენტარი“, –
განაცხადა„მაკკეინის
ინსტიტუტის“ გლობალური
დემოკრატიის პროგრამების
დირექტორმა, საქართველოში
NDI-ს ოფისის ყოფილმა
ხელმძღვანელმა, ლორა
თორნტონმა საკუთარ
წერილში აღნიშნა: „ნაგვის
არგატანა, ბანკის
მოლარეების გაფიცვა,
სატვირთოების მძღოლების
სახლში დარჩენა
ეკონომიკის პარალიზებას
მოახდენდა და
მნიშვნელოვნად
გააძლიერებდა ზეწოლას
„ქართულ ოცნებაზე“.