ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

Primetime.ge 2 კვირის წინ 15
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:1. გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)2. ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)3. ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი) 5. დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:1. თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)2. სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)წლის საუკეთესო პიესა:1. ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)2. ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრაL) წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:1. ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)2. ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)4. ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურისგამომცემლობა)წლის საუკეთესო პროზაული კრებული:1. არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურისგამომცემლობა)2. მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)წლის საუკეთესო პოეტური კრებული:1. ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)2. რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)3. გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკისგარეშე“ (ლოგოსი)წლის საუკეთესო რომანი:1. ⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)2. ⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)3. ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)4. ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)5. ⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
სრულად წაიკითხეთ სტატია