ლიეტუველ უფლებადამცველს, რეგინა ეგოროვა-ასკეროვას, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 20 მარტს, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ეგოროვა-ასკეროვა შვედური ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Kvinna till Kvinna (ქალები ქალებისთვის) რეგიონური დირექტორია სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს მუდმივი მაცხოვრებელია. მისი ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც საქართველოში ცხოვრობენ.
თავის ფეისბუქის პოსტში ეგოროვა-ასკეროვა წერს, რომ მას უარის მიზეზი არ განუმარტეს. დოკუმენტში, რომელიც მას გადაეცა, ნათქვამია, რომ ის არ აკმაყოფილებს „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“ – მიზეზი, რომელიც წარსულში სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენებოდა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზით, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ. „ეს ნათლად ასახავს, თუ სად იმყოფება დღეს ქვეყანა“, – წერს ეგოროვა-ასკეროვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/10/2024 – ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 17/09/2024 – სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 16/09/2024 – ბელარუს ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და დეპორტაცია ემუქრება
- 14/11/2023 – ენმ-ს ბრიტანელი მრჩეველი საქართველოში არ შემოუშვეს
- 02/06/2023 – კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსი პუბლიცისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 31/01/2022 – საქართველოს მთავრობამ რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა
- 27/10/2021 – უკრაინელი ჟურნალისტები და ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს