„ლელოს“ თავად საკუთარი
სიის შემადგენლობაში აქვს
პრობლემა. „ლელო“
დაკომპლექტდა მორალისა და
პრინციპებისგან დაცლილი
ადამიანებით, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილემ
ნინი წილოსანმა.„ეს
ადამიანები გააერთიანა
ძალაუფლების ხელში
ჩაგდების სურვილმა,
გააერთიანა ფულმა,
დაფინანსებამ. სწორედ ამ
დაფინანსების დამალვას
ცდილობენ ბანერებით“, -
აღნიშნა ნინო
წილოსანმა.„ლელო“
სოციალურ ქსელში
პოლიტიკურ პოსტებს
აქვეყნებს, შემდეგ ისე
არეკლამებს, რომ ამ
რეკლამაში გადახდილი
თანხა კონფიდენციალური
დარჩეს.