თუ არ დაგვემორჩილებით,
მშვიდობაზე, ოჯახურ
ღირებულებებზე, ეროვნულ
პოლიტიკაზე, ეკონომიკურ
წინსვლაზე და მსგავს
საკითხებზე უარს არ იტყვით
და ჩვენს აგენტურას მხარს
არ დაუჭერთ,
ვიზალიბერალიზაციას
გაგიუქმებთო - შანტაჟის
უკიდურესად ამორალური
ფორმა, რომელსაც აღარც კი
მალავენ, - წერს სოციალურ
ქსელში საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე და
პარტია „ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი,
მამუკა
მდინარაძე.„შანტაჟის
ობიექტი - ქართველი ხალხი!!!
აქამდე მხოლოდ
პოლიტიკოსებს
გვემუქრებოდნენ და
გვასანქცირებდნენ…შანტაჟის
ავტორი: არც მეტი, არც
ნაკლები - ევროკავშირის
ელჩი, რომელმაც რამდენიმე
საათის წინ გააკეთა
განცხადება, თუ ვიზის
გარეშე აღარ შეგიშვებთ
ევროპაში, ამაზე
პასუხისმგებლობა თქვენს
ხელისუფლებას
ეკისრებაო!ჩვენ თუ
დაჩაგვრა მოგინდომეთ და
უსამართლოდ მოგექეცით,
თქვენი ბრალი იქნებაო -
ოცდამეერთე საუკუნის
პირველი მეოთხედის
“დემოკრატიული მიგნებების
კულმინაცია”.თუმცა,
საქართველო და ქართველი
ხალხი არასდროს და არაფრის
ფასად დათმობს
თავისუფლებას - ეს არის
ჩვენი სამშობლოს
სამიათასწლოვანი
სახელმწიფოებრიობის
მთავარი საიდუმლო, რომლის
გააზრება ძალიან უჭირთ!..“, -
წერს მამუკა მდინარაძე.