
კოალიციამ ლელო – ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა.
გიორგი გახარიას პარტიამ და კოალიციამ ლელო – ძლიერი საქართველო 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 14 ივლისს გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და კოალიციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ბრძოლისა და კოორდინაციის შესახებ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძეა.