აბასთუმანის
განვითარებისთვის
გასაკეთებელი საქმის
მხოლოდ ნაწილია
შესრულებული და ვგეგმავთ
სამომავლოდ შესასრულებელ
სამუშაოებს. რამდენიმე
კვირაში ზუსტად
ჩამოვაყალიბებთ, თუ რა უნდა
გაკეთდეს უახლოეს
პერიოდში და უკვე
დავიწყებთ აქტიურ
მუშაობას,- ამის შესახებ
ინფრასტრასტრუქტურის
მინისტრმა რევაზ სოხაძემ
აბასთუმნის
ინფრასტრუქტუტული
პროექტების დათვალიერების
შემდეგ
განაცხადა.რეგიონში
მორიგი სამუშაო გასვლის
ფარგლებში რევაზ სოხაძე
დაბა აბასთუმანის
განვითარებისათვის
მიმდინარე პროექტებს
ადგილზე გაეცნო.მინისტრის
თქმით, აბასთუმანი
სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი კურორტია,
მას ძალიან დიდი
პოტენციალი აქვს და
მნიშვნელოვანია რომ მისი
ინფრასტრუქტურა
შესაბამისად
განვითარდეს.უნიკალური
კურორტის
განვითარებისათვის,
გრძელდება
ბაღდათი-აბასთუმნის გზის
სრული რეაბილიტაცია და
აბასთუმნის შემოვლითი
გზის მშენებლობა.
სამუშაოები მომავალ წელს
დასრულდება.თანამედროვე
ტიპის კურორტის
განვითარებისთვის
აბასთუმანში სხვადასხვა
დანიშნულების არაერთი
პროექტი
მიმდინარეობს.დაბის
შესასვლელში შენდება
ავტოსადგური და ელექტრო
დამტენებისთვის გათვლილი
ღია ავტოსადგომი. ასევე,
გრძელდება რეკრეაციული
ტყე-პარკის სახანძრო
უსაფრთხოებისთვის
წყალსაცავისა და საჭირო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა.რესტავრაცია-რეაბილიტაცია
უტარდება მრავალბინიან
საცხოვრებელ სახლებს და
ისტორიულ
შენობა-ნაგებობებს,
რომელიც ითვალისწინებს
ფასადის პირვანდელი
იერსახით
აღდგენას.დაწყებულია
პარკთან არსებული
მოზაიკის კედლის
რესტავრაცია და იწყება
ასათიანის ქუჩის 400
მეტრიანი საგზაო
მონაკვეთის
რეაბილიტაცია.ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ, აბასთუმნის
განვითარების გეგმის
ფარგლებში, 2019-2020 წლებში
დაასრულა კურორტ
აბასთუმნის ცენტრალურ
ქუჩაზე მე-19-მე-20
საუკუნეების 20-მდე
ისტორიული სახლის, 1932 წელს
აშენებული ეროვნული
ასტროფიზიკური
ობსერვატორიისა და 1982 წელს
აშენებული საბაგირო გზის
სრული რეაბილიტაცია. 2019
წელს შემუშავდა კურორტ
აბასთუმნის
განაშენიანების
გენერალური გეგმა, ხოლო
აბასთუმნის უწყვეტი,
სტანდარტის შესაბამისი
წყალმომარაგებისა და
გამართული
წყალარინებისათვის, 2020-2022
წლებში, დასრულდა კურორტის
წყალმომარაგება-წყალარინების
სისტემებისა და
წყალარინების გამწმენდი
ნაგებობა
მშენებლობა-რეაბილიტაცია.2024
წელს განახლდა აბასთუმნის
ცენტრალური პარკი.
აღდგენითი სამუშაოები
ჩაუტარდა საფეხმავლო
არეალს, შეიცვალა
გარეგანათების ბოძები,
განთავსდა ახალი სკამები
და ნაგვის ურნები, შეიცვალა
წყალმომარაგების,
ირიგაციის და
ელექტრო-საინჟინრო
ქსელები, განახლდა
შადრევანი და დენდროლოგია.
პარკის ტერიტორიაზე
მოეწყო ბავშვთა გასართობი
სივრცეები და
მულტიფუნქციური
სტადიონი.გასულ წელს,
აბასთუმნის
ობსერვატორიაში
დამონტაჟდა ახალი გუმბათი
და ტელესკოპი. ტელესკოპი
ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი
იტალიურმა კომპანიებმა
სპეციალურად აბასთუმნის
ობსერვატორიისთვის
დაამზადეს.აბასთუმანში
აშენდა 75 აღსაზრდელზე
გათვლილი საბავშვო
ბაღიც.ინფორმაციას
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო ავრცელებს.