"ლელომ" და ბევრმა სხვა
პარტიამ ისე წარმართა
პოსტ-საარჩევნო პერიოდი,
რომ ფაქტობრივად,
უხერხულიც კი გახდა ახლა
არჩევნებში მონაწილეობა
მათთვის", - ამის შესახებ
პარტია "გირჩის" სათათბიროს
წევრი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, თუ
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას
არ მიიღებენ, "გული არ
დასწყდება"."პოლიტიკური
პარტია რომ არჩევნებში
მონაწილეობს, ამაში
განსაკუთრებული არაფერი
არ არის, მაგრამ "ლელომ" და
ბევრმა სხვა პარტიამ ისე
წარმართა პოსტ-საარჩევნო
პერიოდი, რომ ფაქტობრივად,
უხერხულიც კი გახდა ახლა
არჩევნებში მონაწილეობა
მათთვის. ამიტომ, თუ არ
მიიღებენ მონაწილეობას,
გული არ დამწყდება, მაგრამ
თვითონ თქვეს, რომ დისკუსია
უნდა გავხსნათო და ისიც კი
ვერ შეძლეს, რომ დისკუსია
გაეხსნათ", - აცხადებს
ალექსანდრე რაქვიაშვილი.