ხაბეიშვილის მიერ
ნებისმიერი განცხადების
გაკეთება და დაპირება
ნულის ტოლია, – ამის
შესახებ პარტია „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა, გურამ
მაჭარაშვილმა
განაცხადა.მაჭარაშვილის
თქმით, კოლექტიური
„ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა
იმით, რომ რასაც თავის
ამომრჩევლებს ჰპირდება,
ვერაფერს
ასრულებს.„ხაბეიშვილი
ამბობდა, რომ პარტიის
თავმჯდომარე როცა
გახდებოდა, რადაც არ უნდა
დასჯდომოდა, მიხეილ
სააკაშვილს ციხიდან
დაიხსნიდა, რომელიც
სასჯელს დამსახურებულად
იხდის. მსგავსი ვერაფერი
გააკეთა. შემდეგ
საზოგადოებას დაჰპირდა,
რომ პარლამენტში რომ შევალ,
იქ ხელისუფლებას
ამოვატრიალებო და
პარლამენტიდან ისე
გამოვიდა, მის მიერ
გაკრიტიკებული ერთი
კანონი არავის უნახავს.
შემდეგ ისე მოხსნეს
თანამდებობიდან, რომ
მადლობაც არავინ
გადაუხადა. შესაბამისად,
ხაბეიშვილის მიერ
ნებისმიერი განცხადების
გაკეთება და დაპირება
ნულის ტოლია. აი, ამ
სიტუაციაში ჩაიგდეს თავი.
თან ახლა აქტიური
ბრძოლიდან, თავდასხმიდან
თავდაცვაში გადადიხარ, თუ
საერთოდ პოლიტიკიდან
მიდიხარ, ეს უკვე ნიშნავს,
რომ განცხადებას აკეთებ,
რომ შენ პოლიტიკაში უკვე
არაფერი გესაქმება“, –
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.ცნობისთვის,
18 მარტს „ერთიანობა –
ნაციონალური მოძრაობის“
პოლიტსაბჭოს
თავმჯდომარემ, ლევან
ხაბეიშვილმა პარტიის
პოლიტსაბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ
განაცხადა: „ჩვენი
პოლიტიკური პარტიის
გადაწყვეტილებაა –
არცერთი ნაბიჯი უკან და,
მათ შორის, ყველა ე.წ.
ოპოზიციონერს გაეცემა
პასუხი მათ ქმედებებზე.
„ნაციონალური მოძრაობა“
წლებია, ერთიანობაზე
საუბრობს, თუმცა გარკვეული
პოლიტიკური ჯგუფები
მუდმივად „ნაციონალურ
მოძრაობას“ ესხმიან თავს.
ჩვენი მომდევნო
პოლიტიკური ნაბიჯები
დაკავშირებული იქნება არა
თავდაცვასთან, არამედ
თავდასხმით პოზიციასთან. 13
წელი ჩვენს კისერზე
გადაიარა ყველაფერმა, ზოგი
ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია
და ტალახი გვესროლონ, ასე
არ გამოვა“.