ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლების მიერ,
თაღლითობის ბრალდებით,
"ნაცმოძრაობის"
პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა
ცანავას დაკავებას ლევან
ხაბეიშვილი სოციალურ
ქსელში ეხმაურება."ეს კაცი
ჩემი ძმაკაცია და არცერთ
ბრძოლაში არ
დავუტოვებივარ კი არა, ჩემს
წინააღმდეგ ტიტუშკის
მოქნეულ - ქვას, ხელს,
ხელკეტს მის თავსა და მუშტს
უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად
მეფარებოდა ყველა ჯერზე და
მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს
პროვოკაცია!!!წესიერი
კაცია, მშრომელი - ოჯახი და
შვილები, რომ გამოეკვება
დაცვაში მუშაობდა, ღამეებს
ათენებდა, მძღოლადაც
მუშაობდა რიგ შემთხვევაში
და შეხება ჰქონდა უცხო
ქვეყნის მოქალაქეებთან...
დახმარებას თუ სთავაზობდა
საბუთების მოწესრიგებაში,
ამაში დანაშაული სად არის?!
იუსტიციის სახლთან ასეთი
დახმარების შეთავაზებით
ასობით ადამიანი დგას და
მუშაობს. მაგრამ, ლაშა
"სუსის" აგენტ-პროვოკატორი
მიუგზავნეს და კამერით
გადაუღეს.საზოგადოება
კარგად ხედავს ჩემ
წინააღმდეგ წარმოებულ
კამპანიას - შიდა თუ გარე
მტრის მიერ. არ დავიღლები
და ვერც ამ ფორმით
გამტეხთ!!!თუ ვინმეს ჰგონია,
რომ ლაშა ცანავას სახელსა
და გვარს დავემალები,
ძალიან შემცდარა!!!ძმობა,
მეგობრობა და კაცობა
უპირველეს ყოვლისა", - წერს
ხაბეიშვილი.სუს-ის
ინფორმაციით, ჩატარებული
გამოძიებით გამოვლენილია,
რომ ცანავა უცხო ქვეყნის
ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი
კავშირების მეშვეობით,
საქართველოში 1-წლიანი
ბინადრობის ნებართვის
მოპოვების უზრუნველყოფას
შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც
მას 5600 ამერიკული დოლარი
მოსთხოვა.