ანაკლიის პორტის საქმეზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს, რადგან დღეს ჩვენ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გვაქვს - ბექა ძამაშვილი

Primetime.ge 21 საათი წინ 7
ანაკლიის პორტის საქმეზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს, რადგან დღეს ჩვენ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გვაქვს - ბექა ძამაშვილი
ვაშინგტონის არბიტრაჟმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, ექნება რაიმე დაზღვევა, რადგან რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა "ანაკლიის საქმეზე“ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეფასებისას.ძამაშვილის თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს."საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო რაღაც დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა და დღეს ჩვენ უკვე გაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი მათ შორის გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პასუხი გასცა და ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, ექნება რაიმე დაზღვევა, რადგან რაღაც პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. და ალბათ უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს რაღაც ამერიკულ ინვესტიციას თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან უკვე დღეს გვაქვს ჩვენ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
სრულად წაიკითხეთ სტატია