ლევან ღამბაშიძე: სანამ აუკრძალიათ, ნახეთ ეს ფილმი აუცილებლად. აჩვენეთ თქვენს შვილებს, აჩვენეთ ყველას, ვისთანაც კიდევ ფიქრობთ რომ აზრი აქვს ლაპარაკს

News.ge 2 დღის წინ 7
ლევან ღამბაშიძე: სანამ აუკრძალიათ, ნახეთ ეს ფილმი აუცილებლად. აჩვენეთ თქვენს შვილებს, აჩვენეთ ყველას, ვისთანაც კიდევ ფიქრობთ რომ აზრი აქვს ლაპარაკს
“სანამ აუკრძალიათ, ნახეთ ეს ფილმი აუცილებლად. აჩვენეთ თქვენს შვილებს, აჩვენეთ ყველას, ვისთანაც კიდევ ფიქრობთ რომ აზრი აქვს ლაპარაკს.
ამ ფილმში ჩანს რა ჯოჯოხეთს უმზადებს რეჟიმი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
არ დაგისპოილერებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ფილმიდან ასეთი ამბავი გავიგე: თურმე აღმოსავლეთ გერმანიაში აკრძალული იყო თვითმკვლელობის სტატისტიკის გამოქვეყნება ან მასზე საჯაროდ საუბარი. რატომ? იმიტომ, რომ პროპაგანდის თანახმად, აღმოსავლეთ გერმანიაში ყველა ისეთი ბედნიერი იყო, რომ შეუძლებელია ვინმეს თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო ევროპაში. იმიტომ, რომ ადამიანი იყო უბედური.
კედელს რო აუშენებ საკუთარ მოქალაქეებს რომ ისინი არ გაგექცნენ, რანაირად შეიძლება მანდ ვინმე ბედნიერი იყოს?
და სტატისტიკის აკრძალვამ ფაქტი გააქრო? არა, რა თქმა უნდა.
ქართულმა ოცნებამ თავისუფალ მედიებს უჩივლა, ეგენი თურმე ცუდ სიტყვებს იყენებენ, როგორიცაა რეჟიმი, არალეგიტიმური, კლანი, პრორუსული და ა.შ.
სიტყვებს აკრძალავენ და ფაქტები გაქრება? ამისთვის მხოლოდ სიტყვების გაქრობა არ არის საკმარისი. ყველა უნდა გააქრო, ვინც სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა იცის და მათ დანიშნულებისამებრ იყენებს.
რუსეთში ეს ქნეს. ნემცოვი, ნავალნი, პოლიტკოვსკაია… დახოცეს პოლიტიკოსევი და ჟურნალისტები. ვინც ცოცხალია ან ქვეყნიდან წავიდა ან გააციმბირეს. ვინც დარჩა კი ლაპარაკობს პუტინის მიერ შექმნილ ენაზე.
ფიქრობთ აქ მასეთ რამეს შეძლებს კობახიძის ხელით ივანიშვილი?
მე ეჭვი მეპარება.
ბოლოს და ბოლოს, ასობით ათასი აგენტისაგან შემდგარი შტაზის მიერ მართული სისტემა დაემხო თავის კედლიანად და რამენაირად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არალეგიტიმურად ცნობილ, იდეოლოგიისაგან სრულიად დაცლილ გასაბერ ფლამინგოსაც რამემაირად მოვუგრეხთ კისერს” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
სრულად წაიკითხეთ სტატია